newsსაქართველო

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია სამსართულიანი კორპუსის მეორე სართული.

ადგილზე შვიდი სახანძრო სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

როგორც ადგილობრივები საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აცხადებენ, ხანძარი დაახლოებით დილის 8-ის ნახევარზე გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close