მსოფლიოსაზოგადოება

დედოფალმა ელისაბედმა რუსი ბიზნესმენის ვაჟს ბარონის ტიტული უწყალობა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ბიზნესმენსა და გამომცემელ ევგენი ლებედევს ჰემპტონისა და ციმბირის ბარონის ტიტული მიანიჭა, იუწყება სამთავრობო ბიულეტენი The Gazette.


​„დედოფალი მოხარულია, დიდი სახელმწიფო ბეჭდით დამტკიცებული სიგელით მიანიჭოს გაერთიანებული სამეფოს ბარონის სამუდამო ტიტული ევგენი ლებედევს, სახელწოდებით ბარონი ლებედევი ლონდონის ჰემპტონიდან და ციმბირიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც მანამდე ბრიტანული მასმედია წერდა, ლებედევს სურდა, რომ მის ტიტულში აღნიშნული ყოფილიყო სიტყვა „მოსკოველი“, მაგრამ, კანონის თანახმად, უცხოური გეოგრაფიული სახელწოდების გამოყენებაზე თანხმობა შესაბამისი ქვეყნის მთავრობამ უნდა გასცეს.

ევგენი ლებედევი ფლობს კომპანია Lebedev Holdings Ltd-ს, რომელიც ბრიტანულ გაზეთებს Evening Standard-სა და Independent-ს გამოსცემს. მისი სახელი შესულია ბრიტანეთის 36 მუდმივი პერის სიაში.

იმის შესახებ, რომ რუსი ბიზნესმენის, ალექსანდრ ლებედევის ვაჟი ევგენი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატის წევრი გახდებოდა, ივლისის ბოლოს გახდა ცნობილი.

განსხვავებით თემთა პალატისგან, სადაც დეპუტატები არჩევნების გზით ხვდებიან, ლორდთა პალატის წევრებს დედოფალი ნიშნავს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით. გარდა ამისა, არსებობს მემკვიდრეობითი ლორდების შედარებით მცირე ჯგუფი.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close