მსოფლიოსაზოგადოებასაქართველო

საქართველო THE NEW YORK TIMES-ის კოვიდ-სტატისტიკით მსოფლიო რუკაზე პირველ ადგილზეა

ბოლო 7 დღის მონაცემებით (23 ნოემბრამდე), კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით საქართველო ლიდერობს. The New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, ქვეყანაში ყოველ 100 ათას სულ მოსახლეზე ინფიცირებულია 2 800 ადამიანი.

ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის, შესაბამისად, ბოლო ერთი კვირის ინფიცირების მაჩვენებლით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე მძიმეა.

ექიმები ამოსუნთქვის საშუალებას ითხოვენ. ხალმრავლობაა სავაჭრო ცენტრებში, კლინიკებში კი ადგილები აღარ არის.

მონაცემებში, ძირითადად, ევროპის ქვეყნები მოხვდა. საქართველოს შემდეგ COVID-19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები სწრაფად იზრდება ლუქსემბურგში, მონტენეგროსა და სერბეთში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, პირველი ტალღის წარმატებით დაძლევის შემდეგ, რეგულაციები შეამსუბუქა, შედეგად მეორე ტალღისთვის პანდემიური ვითარების კონტროლი მნიშვნელოვნად გართულდა.

წყარო: rustavi2.ge

რაც შეეხება მთლიან მაჩვენებელებს ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, worldometers-ის 24 ნოემბრის მონაცემებით, საქართველო 100 000 მოსახლეზე ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში 28-ე ადგილზეა (2805); ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზეა ანდორა (8157), მეორეზე – მონტენეგრო (5034), მესამეზე – ბაჰრეინი (4980), მათ მოსდევს ლუქსემბურგი (4938), უკრაინა და ბელგია (4823), ჩეხეთი (4634), აშშ (3851), ისრაელი (3591), შვეიცარია (3460), ესპანეთი (3436), საფრანგეთი (3282)…

საქართველოში გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა 111 818. ამ დროისთვის ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 526.

ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1504, აჭარაში – 576, იმერეთში – 212, ქვემო ქართლში – 129, შიდა ქართლში – 101, გურიაში – 87, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 189, კახეთში – 116, მცხეთა-მთიანეთში – 105, სამცხე-ჯავახეთში – 97, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 12.

3045 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ეს მაჩვენებელი 92 215-მდე გაიზარდა (82,5%).

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 1051-ს შეადგენს (0,93%).

ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი საქართველოში 21-22 ნოემბრის 24 საათში დაფიქსირდა – 4048; ამ პერიოდში 49 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ასევე რეკორდული რაოდენობა იყო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close