იტალიასაზოგადოება

იტალიაში მოსწავლეები კორონავირუსის გამო სკოლების დახურვას აპროტესტებენ

იტალიაში კოვიდ-19-ის გამო სკოლების დახურვის გასაპროტესტებლად, ბავშვები სკოლის შენობასთან იკრიბებიან და დისტანციურ გაკვეთილებს იქიდან ესწრებიან. საპროტესტო აქციების ინიციატორია 12 წლის ტურინელი ანიტა იაკოველი. მისი თქით, აქციების მიზანი იმის ჩვენებაა, რომ სკოლები უსაფრთხოა.

ანიტა და მისი მეგორბები 6 ნოემბრის შემდეგ სკოლასთან იკრიბებიან და გაკვეთილებს ლეპტოპებით დისტანციურად ესწრებიან. მათ თან აქვთ პლაკატი წარწერით „განათლება ჩვენი უფლებაა“.

ტურინში დაწყებულმა საპროტესტო მოძრაობამ მოგვიანებით მთელი იტალია მოიცვა.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში პანდემიის გამო სკოლები ექვსი თვის განმავლობაში დახურული იყო. სექტემბერში სწავლის პროცესი განახლდა, თუმცა ვირუსის მეორე ტალღის გავრცელებასთან ერთად სწავლა ისევ დისტანციურად გაგრძელდა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close