კრიმინალისაქართველო

თავდამსხმელი, რომელმაც 9 მძევალი აიყვანა, ფულს არ ითხოვს და სოციალურ-პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებს (ვიდეო)

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა მძევალმა, რომელიც წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსფინანსო ორგანიზცია MBC-ში იმყოფება, ფეისბუქლაივი ჩართო და თავდამსხმელის ვიდეომიმართვა გაავრცელა.

ვიდეოში ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი ნიღბის გარეშე, რომელიც სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებს. იგი თანხას არ ითხოვს, ყოველ შემთხვევაში, გავრცელებულ ვიდეოში არანაირ თანხაზე არ საუბრობს.

ახალგაზრდა მამაკაცს ნიღაბი არ უკეთია და, სავარაუდოდ, ხელში ხელყუმბარა უჭირავს.

დადგენილია სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობაც – ის ლევან ზურაბაშვილია, დაახლოებით 30 წლის, როგორც მისი ფეისბუქის პროფილიდან ჩანს; ფეისბუქში მითითებული ინფორმაციით, ბორჯომის მე-6 საჯარო სკოლა აქვს დამთავრებული და ამჟამად თბილისში ცხოვრობს.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close