fbpx
კრიმინალისაქართველო

ამბობდა, რომ მასხივებსო – ზესტაფონში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ინტერნეტის ანძა დაწვა

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ სვირში ადგილობრივმა მამაკაცმა ინტერნეტის გადამცემ ე.წ. ანძას ცეცხლი წაუკიდა.

აღნიშნულ ადგილას „სილქნეტის“ და „ბილაინის“ მოწყობილობები იყო განთავსებული.

მამაკაცი ირწმუნება, რომ მის სახლთან მდებარე ამ მოწყობილობებიდან ძლიერი დასხივება ვრცელდება.

„ამბობდა, რომ მასიხვებსო. არ ვიცით, რეალურად, რატომ გააკეთა. ახლა ინტერნეტი ცუდად მუშაობს“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

კომპანია „სილქნეტში“ განგვიმარტეს, რომ მომხდარის გამო მოსახლეობისთვის ინტერნეტის მიწოდება მინიმალურად შეიზღუდა, ადგილზე შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ და ხარვეზი მალე სრულად გამოსწორდება.

50 წლამდე მამაკაცი პოლიციამ დააკავა. შსს-ში გვითხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close