იტალიაში ვულკანი სტრომბოლი გააქტიურდა – მძლავრი აფეთქება კრატერში და ფერფლის წვიმა (ვიდეო)
სტრომბოლი ისევ გააქტიურდა – სიცილიის ჩრდილოეთით მდებარე ვულკანის ერთ-ერთ კრატერში 16 ნოემბერს მძლავრი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად კრატერიდან ლავა და ფერფლის მძლავრი ნაკადი ამოიჭრა, რომელიც შემდეგ უახლოეს დასახლებულ პუნქტებს მოეფინა.
ვულკანის კრატერიდან ამოფრქვევა 4 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, შედეგად არავინ დაშავებულა და არც რაიმე დანგრეულა. ადგილობრივებისთვის ეს „ჩვეულებრივი ვულკანური სანახაობა“ იყო. მათივე თქმით, ფერფლის სვეტი 100 მეტრზე მეტი სიმაღლის იქნებოდა.
სიცილიის ჩრდილოეთით, ტირენიის ზღვაში, კუნძულ სტრომბოლიზე მდებარე მოქმედ ვულკანს 3 კრატერი აქვს. ზოგადად, მისი აქტივობა რამდენიმე თვეში ერთხელ ფიქსირდება, თუმცა ნოემბერში, ბოლო კვირაში უკვე ორჯერ მოხდა მძლავრი აფეთქება სტრომბოლის კრატერში – 10 ნოემბერს და 16 ნოემბერს.
2019 წელს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 კი მსუბუქად დაშავდა.
The spectacular explosion at Stromboli of this morning (16 November 2020) as recorded by the INGV-Osservatorio Etneo surveillance cameras. Note (at 00:37) how the site of the explosion rapidly bulged in the seconds before the event! Hi-res version here: https://t.co/IgaxCanob5 pic.twitter.com/09LpUMwjXh
— Boris Behncke (@etnaboris) November 16, 2020
ნინო ხოშტარია
კომენტარები