ვიდეოსაქართველო

საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია საბავშვო ევროვიზიაზე წარდგება სიმღერით „შენ არ ხარ მარტო“ (ვიდეო)

სიმღერის რადიოპრემიერა გადაცემა „პიკის საათში“ გაიმართა

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, სანდრა გადელიას სიმღერის რადიოპრემიერა საქართველოს რადიოს გადაცემაში „პიკის საათი“ გაიმართა.

სანდრა გადელიას სიმღერაზე კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ იმუშავა, ტექსტი თემო საჯაიას ეკუთვნის. სიმღერის სახელწოდებაა You are not alone („შენ არ ხარ მარტო“).

2020 წლის საბავშვო ევროვიზია 29 ნოემბერს ვარშავაში გაიმართება. ევროფესტივალში 12 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. კოვიდ-19-ის პანდემიის გამო, წლევანდელი საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. შოუს ტრანსლირება ვარშავის სტუდიიდან მოხდება, მონაწილეები კი საკონკურსო სიმღერას საკუთარი ქვეყნის სტუდიებში შეასრულებენ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close