საზოგადოება
ალცჰაიმერით დაავადებული ყოფილი ბალერინა „გედების ტბის“ მუსიკამ „სცენაზე დააბრუნა“ (ვიდეო)
სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ალცჰაიმერით დაავადებული ქალი პეტრე ჩაიკოვსკის „გედების ტბის“ მუსიკას აჰყვა და ეტლში ცეკვა დაიწყო.
ემოციური ვიდეო 30 ოქტომბერს აიტვირთა და უკვე მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
ვიდეოს გმირი ნიუ-იორკ „სიტი ბალეტის“ 60-იანი წლების პრიმა ბალერინა მარტა ს. გონსალესია. გონსალესს 1967 წელს აქვს „გედების ტბა“ შესრულებული. მიუხედავად იმისა, რომ დაავადებამ მას თითქმის მთლიანად წაართვა მეხსიერება, მოცეკვავე ხელის მოძრაობებს ზუსტად იმეორებს.
მუსიკის ძალა მართლაც განუზომელია.
კომენტარები