საზოგადოებაქართველები უცხოეთში

თქვენ ხალხს გილიოტინაზე მიუძღვებით, 3 კვირაში კლინიკებში ადგილი აღარ დარჩება! – ექიმი გვაფრთხილებს

ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი, რომელიც ბერლინში „შარიტეს“ საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციურ განყოფილებაში მუშაობს, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას ეხმაურება.

როგორც თამარ ჟამურაშვილი წერს, საქართველოში 3 კვირაში კლინიკებში ადგილი აღარ იქნება და ექიმები ფიზიკურად ვეღარ შეძლებენ პაციენტების მკურნალობას.

„ერთი ექიმის არაპოლიტიკური და არადემოკრატიული მიმართვა‼️ თქვენ ხალხს გილიოტინაზე მიუძღვებით და არავინ მითხრას, ხალხი თვითონ გამოდისო!!!

დღეს რასაც ვთესავთ, 2 კვირაში მოვიმკით, ინკუბაციის დამთავრების შემდეგ! ორ კვირაში კლინიკებში ადგილი აღარ დარჩება! ექიმი და მედდა აღარ შეგრჩებათ!

რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს სამარცხვინო მარაზმი? შედგეს კონსენსუსი, მივიდეს პოზიცია/ოპოზიცია შეთანხმებამდე და დამთვრდეს ეს ფარსი.

თითოეული დღე ასობით ადამიანის ჯანმრთელობად და სიცოცხლედ გიჯდებათ. ხვდება ვინმე რა ფასს იხდის ქვეყანა ამ არჩევნებში? ფიქრობს ვინმე, რამდენ ხანს მოგიწევთ „ჩაკეტვა“ და ეკონომიკის განადგურება, სწორედ ამ სრულიად უპასუხისმგებლო საქციელის გამო?

ვერცერთი ძლიერი და სტაბილური ქვეყნის ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა, მათ შორის, გერმანიისაც კი ვერ გაუძლებდა ასეთ დარტყმას და ყველა ღონე იქნებოდა გამოყენებული ამის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ რისი იმედი გვაქვს?

რატომ არის ჯანდაცვა ამდენ ხანს გაჩუმებული? რატომ აქეზებენ პოლიტიკოსები ხალხს? რატომ არ დგება შეთანხმება? რატომ არ მორჩებით ერთმანეთზე დაბრალებას და მიხვდებით, რომ სხვა პრიორიტეტი აქვს დღეს ქვეყანას და 4 კვირში შეიძლება თქვენ, დიახ თქვენ, საერთოდ ამ ქვეყნად აღარ იყოთ“, – წერს თამარ ჟამურაშვილი.

ერთი ექიმის არაპოლიტიკური & არადემოკრატიული მიმართვა

‼️ თქვენ ხალხს გილიოტინაზე მიუძღვებით და არავინ მითხრას, ხალხი…

Posted by Tamar Zhamurashvili on კვირა, 08 ნოემბერი, 2020

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close