მსოფლიოპოლიტიკა

ანგელა მერკელის თქმით, აუცილებელია შენგენის ზონის სასაზღვრო კონტროლის რეფორმირება

ბოლო დროს განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების გათვალისწინებით, ევროპისთვის აუცილებელია შენგენის ზონის სასაზღვრო კონტროლის რეფორმირება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა სხვა ევროპელ ლიდერებთან ვირტუალური კონფერენციის შემდეგ განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ავამოქმედოთ ის, რაზეც ვსაუბრობდით. მსურს, აღვნიშნო შენგენის ზონაში შესვლის და გასვლის სისტემა, რომელიც 2022 წლისთვის უნდა იყოს მზად. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, ვინ შემოდის და ვინ ტოვებს შენგენის ზონას. ასევე, გვჭირდება ეს ინფორმაცია იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებთანაც უვიზო რეჟიმის შეთანხმება გვაქვს. სწორედ ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ETIAS-ის სისტემა, რომელიც 2023 წლისთვის უნდა დასრულდეს“, – განაცხადა მერკელმა.

ETIAS – ევროკავშირის მგზავრთა საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემაა, რომელიც შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლების მქონე მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე უნდა გავრცელდეს. აღნიშნული სისტემა ითვალისწინებს ელექტრონული აპლიკაციის შევსებით შენგენის ზონაში შესვლის ნებართვის მიღებას.

წყარო 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close