მოგზაურობა

როდიდან იმედოვნებენ RYANAIR-ში ფრენების აღდგენას და როგორ იმოქმედებს „ფასების ომი“ ტარიფებზე

ავიაკომპანია Ryanair-ში იმედოვნებენ, რომ მომავალი წლის ზაფხულში სამგზავრო მიმოსვლა ნაწილობრივ აღდგება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მნიშვნელოვან შედეგებს მოგვცემს, – ამის შესახებ ავიაკომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა.

როგორც ის ონლაინკონფერენციაში მონაწილეობისას ამბობს, პროგრესი, რომელსაც ისინი ელიან, იქნება „მზის პირველი სხივების გამოჩენა ბოლო 12 თვის განმავლობაში“.

მაიკლ ო’ლირი წინასწარმეტყველებს, რომ კომპანია Ryanair-ი მომავალი წლის ზაფხულისთვის 75-80%-ით დაბრუნდება.

„ჩვენი ოპტიმიზმი გონივრულია და ვიმედოვნებთ, რომ 2021 წლის ზაფხულში, გარკვეულწილად, ნორმალიზებულად კომპანია ფრენებს განაახლებს“, – აღნიშნა მან WTM-ის სამოგზაურო ონლაინ კონფერენციაზე.

Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ევროპის ბაზარზე „ფასების ომია“ მოსალოდნელი და აუცილებლად მოხდება ტარიფებზე გადახედვა.

kvira.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close