ტექნოლოგიებისპორტი

„ფილიპსმა“ სტადიონებისთვის ანიტიკორონავირუსული ნათურა გამოიგონა

„ეინდჰოვენის“ საშინაო არენაზე – „ფილიპსის“ სტადიონზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ნათურები დაამონტაჟეს. ინფორმაციას ნიდერლანდური გამოცემა nederlands-voetbal-ი ავრცელებს.

ეინდჰოვენმა“ კორონარუსის „მეორე ტალღის“ შემდეგ დიდი დარტყმა მიიღო – კარანტინში გადაიყვანეს 11 მოთამაშე, 12 – ახალგაზრდული გუნდიდან და მთელი ქალთა გუნდი. ვირუსმა ასევე დააინფიცირა მამაკაცთა ტექნიკური პერსონალი. გუნდი მოთამაშეთა დაცვის საშუალებას ეძებდა. ინოვაციური არჩევანი ამიტომ გააკეთეს – „ეინდჰოვენის“ ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, სპეციალური ანტი-Covid-15 ნათურა „ფილიპს სტადიონის“ გასახდელებში განეთავსებინა.

„ეინდჰოვენის“ სტადიონი გუნდის სპონსორის, ცნობილი კომპანიის სახელს ატარებს. ნიდერლანდურმა გუნდმა „ფილიპსის სტადიონზე“ გუნდისა და მოწინააღმდეგის გასახდელებში 3-3 ნათურა დააყენა, 5 – დე ჰერდგანგის საფეხბურთო ცენტრში, ხოლო 4 – ბაზის სამედიცინო კაბინეტში. ადრე განაცხადეს, რომ ანალოგიური განათების ტესტირება ლაიფციგშიც მიმდინარეობს.

ეს არის სტადიონის მფლობელი კომპანია „ფილიპსის“ პროდუქცია – UV-C ნათურები. მას სადეზინფექციო თვისებები აქვს და თეორიულად კორონავირუსისგან იცავს, რადგან მისი სინათლე მიკროორგანიზმებისა და ვირუსების დნმ-ს ებრძვის და ანადგურებს. „ეინდჰოვენში“ მიაჩნიათ, რომ „კოვიდის ნათურებს“ შეუძლიათ ჰაერის დეზინფექცია და ამით კორონავირუსის გავრცელების შეჩერება. სტადიონზე ნათურებს არ თიშავენ, რადგან ამტკიცებენ, რომ ოთახში, სადაც ეს ნათურები 45 წუთია ანთებული, კორონავირუსი კვდება.

Signify განათების პროდუქტებზე ამჟამად დიდი მოთხოვნაა. ამ ნაბიჯის ეფექტიანობა ბევრისთვის საკამათოა, მაგრამ ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამით მართლაც დიდი შედეგების მიღწევა შეიძლება.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close