მოგზაურობარას არ გაიგებ/ფაქტები

ამ სამოსის გამო ქართველი ქალი გერმანელმა მესაზღვრეებმა უკან გამოაბრუნეს – რა ნახეს ჩემოდანში

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში გერმანიაში შესასვლელად მნიშვნელოვანი საფუძველია საჭირო. ერთ-ერთ მიზეზი ექიმთან ვიზიტია, თუმცა საქართველოს მოქალაქე, სწორედ მსგავსი მოსაწვევის მქონე ქალი, საზღვრიდან გერმანელმა მესაზღვრეებმა უკან დააბრუნეს.

ამის მიზეზი ცოტა უხერხულია, მაგრამ თუ გერმანულ გამოცემა SZ.de-ს დავუჯერებთ, საქართველოში ქალის დაბრუნება ჩემოდანში აღმოჩენილმა ბევრმა საცვალმა განაპირობა…

მედიის ცნობით, მიუნხენის აეროპორტში 29 წლის ქალმა საქართველოდან მგზავრობის მიზეზად დაასახელა ქირურგიული ოპერაცია. პოლიციამ ქალს არ დაუჯერა. სამართალდამცავების ვერსიით, ქალი სავარაუდოდ „პროსტიტუციაში ჩართვის“ განზრახვით აპირებდა გერმანიაში შესვლას.

მართალია, ქალს თან ცნობა ჰქონდა, რომ ნიურნბერგის კლინიკაში მნიშვნელოვანი ქირურგიული ოპერაცია უნდა გეკეთებინა, მაგრამ სასაზღვრო პოლიციამ ჩათვალა, რომ ეს ყალბი ცნობა იყო.

გერმანული მედიის ინფორმაციით, მათი ეჭვის საფუძველი იყო საკმაოდ პიკანტური – მესაზღვრეების თქმით, ახალგაზრდა ქალს ჩემოდანში იმაზე მეტი საცვალი ჰქონდა, ვიდრე მას, სტანდარტულად, ოპერაციის შემთხვევაში დასჭირდებოდა.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close