საზოგადოებასაქართველო

კოვიდ-19-ით გარდაიცვალა ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი. მას კორონავირუსით ინფიცირება ოქტომბრის ბოლოს დაუდასტურდა.

საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, ავთანდილ ოსეფაიშვილს მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2970 შემთხვევა დადასტურდა.

ტესტირებების შედეგად გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისზე მოდის – 1130;

აჭარაში გამოვლინდა 653 შემთხვევა, იმერეთში – 463, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 202, შიდა ქართლში – 105, კახეთში – 94, მცხეთა-მთიანეთში – 93, ქვემო ქართლში – 90, გურიაში – 67, სამცხე-ჯავახეთში – 49, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 22 პაციენტი და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 521-მდე გაიზარდა.

22 პაციენტიდან 11 თბილისში გარდაიცვალა, 6 – იმერეთში, 4 – აჭარაში და 1 – ქვემო ქართლში.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 63 650 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2348ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და ამ მაჩვენებელმა მთლიანობაში 47 390 შეადგინა.

ამ ეტაპზე 15 713 აქტიური შემთხვევაა,  საავადმყოფოებში მკურნალობენ 4 709 ადამიანს, მათგან 656-ის მდგომარეობა მძიმეა. ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა 265 პაციენტი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close