ამერიკაში პირველი ქართული „მოსიარულე“ რესტორანი Kargi Gogo იხურება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის დამფუძნებლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. რესტორანი მუშაობას 22 ნოემბრიდან შეწყვეტს.
ამერიკელმა წყვილმა შონ ფრედერიქსმა და მაკკენზი კუკმა ბიზნესი 2013 წელს აშშ-ში, კერძოდ კი, პორტლენდში მას შემდეგ წამოიწყეს, რაც საქართველოში იმოგზაურეს. იქ მისულ სტუმრებს ქართული კერძების დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ.
დახურვის ზუსტ მიზეზებზე დამფუძნებლები არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ ცვლილებების დროა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტიდან ირკვევა, რომ ბოლო სამუშაო დღე რესტორანს 22 ნოემბერს ექნება, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ამერიკელი წყვილი პორტლანდში ქართული ღვინის დამზადებას მაინც გააგრძელებს, ისინი ღვინის მოცულობის გაზრდასაც გეგმავენ.
bm.ge
კომენტარები