fbpx
მსოფლიოპოლიტიკასაქართველო

საქართველოს პრემიერმა და პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს გამარჯვება მიულოცეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.

გიორგი გახარიამ ოფიციალურ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა: „ქართველი ხალხის სახელით გამარჯვებას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს და საქართველოს დიდი ხნის მეგობარ ჯო ბაიდენსა და არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. ველით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას“.

სალომე ზურაბიშვილმა, ასევე „ტვიტერზე“, დაწერა: „საქართველოს, კავკასიასა და მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი, ძლიერი და დემოკრატიული ამერიკა. ველი თქვენთან მუშაობას, რათა ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობა და კავშირები კიდევ უფრო გავამყაროთ და გავაღრმავოთ~.

სალომე ზურბაშვილმა საგანგებოდ აღნიშნა კამალა ჰარისის, როგორც პირველი ქალი ვიცე პრეზიდენტის, როლი და დაწერა: „მსურს პირადად მოგილოცოთ და წარმატება გისურვოთ“.

radiotavisufleba.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close