მოსკოვში უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობასთან პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი მოეწყო. აქტივისტი პაველ კრისევიჩი „ჯვარს აცვეს“ და სისხლის სამართლის საქმეების საბუთებისგან ცეცხლი მოუკიდეს. ამის შესახებ Meduza წერს.
აქტივისტებს, რომლებმაც ახალგაზრდა მამაკაცი „ჯვარს აცვეს“, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელთა ფორმები ეცვათ. აქციის ორგანიზატორებმა სპეციალური ნივთიერება გამოიყენეს, რომლის წვის ტემპერატურა 40 გრადუსს შეადგენს და ადამიანის ჯანმრთელობას არ ემუქრება.
აქციის შემდეგ პაველ კრისევიჩი პოლიციამ დააკავა. კრისევიჩი პოლიტპატიმრების მხარდამჭერ აქციებს ადრეც აწყობდა.
digest.pia.ge
კომენტარები