მსოფლიოპოლიტიკა

საფრანგეთის პრეზიდენტი შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის იდეით გამოვიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის იდეით გამოვიდა. ამის შესახებ განცხადება ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტების საპასუხოდ გააკეთა. ემანუელ მაკრონის თქმით, მომხდარის გამო შენგენის ზონას შესაძლოა რეფორმირება დასჭირდეს.

საფრანგეთში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორი ტერაქტი მოხდა. ერთ-ერთ მათგანს ნიცაში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოროტმოქმედი ტუნისელი მიგრანტი იყო, რომელიც ნიცაში იტალიიდან შევიდა; იტალიაში, უნძულ ლამპედუზაზე იგი სექტემბრის ბოლოს ჩავიდა, როგორც დევნილი. მანამდე კი პარიზში წარმოშობით ჩეჩენმა, მოსკოვში დაბადებულმა 18 წლის ახალგაზრდამ კოლეჯის პედაგოგს თავი მოჰკვეთა.

ტერაქტების გამო საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. გაძლიერდა საზღვრების კონტროლიც. საფრანგეთისა და ესპანეთის საზღვარზე ვიზიტის დროს, საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მესაზღვრეების რაოდენობა გაორმაგდება.

მაკრონმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირის შემდეგ სამიტზე ის წარადგენს ინიციატივას, რომელიც ევროკავშირის შიგნით საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს.

„ეს ინიციატივა ითვალისწინებს ჩვენი საერთო საზღვრის კონტროლის გაძლიერებას და რეალურ უსაფრთხოებას ევროკავშირის გარე საზღვრებზე“, – განაცხადა მაკრონმა.

წყარო: 1tv.ge

p. s. შეგახსენებთ, რომ 5 ნოემბერს ამავე ინიციატივით ნიცის მერი კრისტიან ესტროზი გამოვიდა, რომელმაც ნიცის დილის გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში შენგენის შეთანხმების გარკვეული დროით შეჩერების მიზანშეწონილობაზე ისაუბრა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close