მსოფლიოnewsკრიმინალი

ნიცის მერი შენგენის შეთანხმების შეჩერების წინადადებით გამოდის

საფრანგეთის ქალაქ ნიცის მერი კრისტიან ესტროზი გამოდის წინადადებით, „გარკვეული დროით შეჩერდეს შენგენის შეთანხმების მოქმედება“. მერის ეს ინიციატივა ტუნისელი ბრაჰიმ აუისაუის მიერ ნიცის ნოტრ-დამის ბაზილიკასთან 3 ადამიანის მკვლელობას უკავშირდება. 

5 ნოემბერს გამოცემა Nice-Matin-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ნიცის მერმა განაცხადა, რომ თავდასხმა მოხდა ნიცაში „არა, უბრალოდ, იმიტომ, რომ ეს ნიცაა, არამედ იმიტომ, რომ ნიცა იტალიის საზღვართან ახლოს მდებარეობს“, საიდანაც 21 წლის ტერორისტი შემოვიდა. იგი იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე სექტემბრის ბოლოს ჩავიდა, ხოლო საფრანგეთში 27 ოქტომბერს მალულად შევიდა, ტერაქტამდე 2 დღით ადრე.

ამ მიზეზით აყენებს ესტროზი წინადადებას, „გარკვეული დროით შეჩერდეს შენგენის შეთანხმების მოქმედება“, რომელიც ევროპის 26 ქვეყანას შორის საზღვრებზე კონტროლის გარეშე გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close