fbpx
იტალიაკრიმინალი

მილანში ბანკში მძარცველებმა მძევლები აიყვანეს

მილანში, პიაცა ასკოლიზე მდებარე ბანკში – Credit Agricole-ში მძარცველები შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს. ბანკში იმ დროს სამი თანამშრომელი იმყოფებოდა. ამის შესახებ გამოცემა Ansa იუწყება. შემთხვევა 3 ნოემბერს დილის საათებში მოხდა.

ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა პოლიციის გამოძახება მოასწრო. პოლიცია ადგილზე 08:39 სთ-ზე მივიდა. სამართალდამცველებმა ბანკს ალყა შემოარტყეს, მაგრამ მძარველებმა კანალიზაციის მილით გაქცევა მოახერხეს.

„ანსას“ ინფორმაციით, პოლიციის პირველადი ვერსიაა, რომ თავდამსხმელებმა, სავარაუდოდ, ახლომდებარე შენობაში გათხრილი ორმოს წყალობით შეაღწიეს ბანკის სარდაფში. წინასწარი ინფორმაციით, სულ ცოტა, 6 თავდამსხმელი იყო, რომელთაც კარგად დამუშვებული გეგმა ჰქონდათ.

არ სახელდება, რა თანხის წაღება შეძლეს მათ სალაროებიდან, თუმცა ცნობილია, რომ სეიფიდან თანხა ვერ წაიღეს, რადგან სეიფი ტაიმერით იღება და შესაფერის მომენტს ვერ დაელოდებონენ.

პოლიციას არ ჰქონდა დრო და შესაძლებლობა, მძარცველებთან მოლაპარაკება გაემართა. ყველაფერი რამდენიმე წუთში დასრულდა. სროლის ხმა არ ყოფილა და არცერთი ადამიანი არ დაშავებულა. თავდამსხმელებმა მხოლოდ ხანძარსაწინააღმდეგო ცეცხლსაქრობი გაააქტიურეს, რათა კვამლი დამდგარიყო და გაქცევისთვის ხელსაყრელი პირობები ჰქონოდათ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close