გაერთიანებულმა ოპოზიციამ სააკაშვილის გამო პირდაპირ ეთერში იჩხუბა (ვიდეო)
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში გვიან საღამოს გაერთიანებული ოპოზიციის წევრების პირველი საჯარო დაპირისპირება მოხდა.
გუბაზ სანიკიძისა და ნიკა მელიას დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა სანიკიძემ სააკაშვილი დადებით კონტექსტში ახსენა.
გუბაზ სანიკიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დედამიწაზე ერთადერთი ადამიანი, ვისი შიშიც ბიძინა ივანიშვილს აქვს. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც საქართველოს ექსპრეზიდენტი საქართველოში უნდა ჩამოვიდეს. გადაცემის წამყვანის, ნიკა გვარამიას შეკითხვას, თუ როგორ მოხერხდება ეს, სანიკიძემ უპასუხა, რომ „სათქმელი უნდა ითქვას“.
ნიკა მელიამ სანიკიძის პოზიციას „ოპოზიციაში შეტანილი ხინჯი“ უწოდა: „იქცევი, როგორც პროვოკატორი… ბიძინას თამაშს ახლა თამაშობ შენ, უნამუსო შენ…“ – მიმართა მან გუბაზ სანიკიძეს.
მწვავე დაპირისპირების შემდეგ მელიამ და სანიკიძემ სტუდია დატოვეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ნიკა მელია სტუდიაში დაბრუნდა და განაცხადა, რომ დღეიდან გუბაზ სანიკიძის მტერია.
იხილეთ ვიდეო:
კომენტარები