მსოფლიოnews

ავსტრიის დედაქალაქში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სამართალდამცველები ერთ თავდამსხმელს ეძებენ

ავსტრიაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა

ავსტრიის დედაქალაქში პოლიციის სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამართალდამცველები ერთ თავდამსხმელს ეძებენ.

ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა, კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით საყოველთაო კარანტინის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ექვს სხვადასხვა ადგილზე გახსნა, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო. ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა დაადასტურა, რომ თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია ოთხი ადამიანი – ორი ქალი და ორი მამაკაცი.  დაშავებულია 17. მეხუთე გარდაცვლილი თავდამსხმელია. რამდენიმე დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია.

ავსტრიის მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელთაგან ერთი მოკლულია, ერთზე ძებნა მიმდინარეობს. შსს მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები, არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე, მთავრობამ რეკომენდაცია გასცა და დღეს მოსწავლებიისთვის სკოლაში მისვლა აუცილებელი არ არის.

მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული. კონტროლი დაიწყო ავსტრია-ჩეხეთის საზღვარზეც.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თავდამსხმელები კარგად იყვნენ შეირაღებულები და მომზადებულები. ოფიციალური პირები ჯერ თავდასხმის მოტივებზე არ საუბრობენ.

ვენაში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ავსტრიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ადგილობრივი დროით შუადღეს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს წუთიერი დუმილით მიაგეს. სამთავრობო შენობებზე დროშები დაუშვეს.

1tv.ge-ს მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close