მსოფლიოპოლიტიკა

ევროპის ქვეყნებში კორონავირუსთან დაკავშირებულ ახალ შეზღუდვებს დონალდ ტრამპმა „დრაკონული“ უწოდა

ევროპის ქვეყნებში კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებულ ახალ შეზღუდვებს დონალდ ტრამპმა „დრაკონული“ უწოდა. მიჩიგანში მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ამომრჩეველი გააფრთხილა, რომ მისი დემოკრატი მეტოქე ჯო ბაიდენი ევროპაში დაწესებულ მკაცრ ზომებს მიბაძავს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ცალკეულ ადგილებს აღარასდროს ჩაკეტავს.

„ევროპამ დააწესა დრაკონული ჩაკეტვები. შემთხვევები და მსხვერპლი იზრდება. ახლა მათ ეს ყველაფერი თავიდან უნდა გააკეთონ. რა ჯანდაბას აკეთებენ? ვფიქრობ, წავალ და ავუხსნი“, – თქვა ტრამპმა.

კორონავირუსული ინფექციის ზრდის გამო ბრიტანეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, ავსტრიამ, პორტუგალიამ მკაცრი შეზღუდვები ხელახლა დააწესეს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close