ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 2-8 ნოემბერი

2-იდან 8 ნოემბრის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ამ დროს რეკომენდებული არ არის რაიმე ახალი საქმის დაწყება. მოსალოდნელია გაუგებრობა, შეცდომები დოკუმენტებთან დაკავშირებით. თითქმის მთელი კვირის განმავლობაში არასასურველია განახორციელოთ დიდი შესყიდვები, განსაკუთრებით თავი უნდა შეიკავოთ კომპიუტერების, საოფისე ტექნიკის, ტელეფონების, ტელევიზორების, სატრანსპორტო საშუალებების შეძენისაგან, – ტექნიკა შეიძლება სწრაფად გამოვიდეს მწყობრიდან ან დეფექტიანი აღმოჩნდეს, რისი შემჩნევაც დროულად შეუძლებელია. ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანებს კონცენტრაცია გაუჭირდებათ და მნიშვნელოვანი დეტალები ხშირად ყურადღების მიღმა დარჩება.

 

ვერძი

სასიყვარულო ურთიერთობისთვის საკმარისი დრო და ენერგია არ გექნებათ, რაც თქვენი მეორე ნახევრის უკმაყოფილებას გამოიწვევს. მარტოხელა ვერძს დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ საბედოს იპოვის, მაგრამ გარშემომყოფებს მაინც ყურადღებით დააკვირდით! ამ პერიოდში დაქორწინება სასურველი არ არის.

სასიკეთო დღეები: 5, 8.

არასასიკეთო დღე: 4.

 

კურო

თუ გსურთ არსებული ურთიერთობა შეინარჩუნოთ, ტოლერანტული უნდა იყოთ საყვარელი ადამიანის ნაკლოვანებების მიმართ. ახალი რომანის დასაწყებად ისწავლეთ თქვენს ცხოვრებაში ადამიანების „შემოშვება“. იყავით გულახდილი, რომ შეგამჩნიონ და ნუ შეგაშინებთ მოზღვავებული გრძნობები.

სასიკეთო დღეები: 2, 5.

არასასიკეთო დღე: 3.

 

ტყუპი

არ გჯერათ ერთი ნახვით შეყვარების? მაგრამ ახლა ეს შეიძლება სწორედ თქვენ შეგემთხვათ. ძლიერი ემოციები და დიდი ვნება გარანტირებულია! ტყუპებს, რომლებიც უკვე დაქორწინებულები არიან, ვარსკვლავები ურჩევენ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ ოჯახთან ერთად. ეს ხელს შეუწყობს თქვენი კავშირის გაძლიერებას.

სასიკეთო დღეები: 4, 6.

არასასიკეთო დღე: 2.

 

კირჩხიბი

რატომ არ მიდიხართ რომანტიკულ მოგზაურობაში თქვენს მეორე ნახევართან ერთად? შეადგინეთ გეგმები! წყვილი უნდა ეცადოს, რომ მართვის სადავეები მამაკაცის ხელში აღმოჩნდეს. როლების ახალი განაწილების შედეგად ქალ კირჩხიბებს გარანტირებული აქვთ ყვავილები, საჩუქრები და ძლიერი სიყვარული.

სასიკეთო დღეები: 6, 8.

არასასიკეთო დღე: 2.

 

ლომი

საბედოს რომ შეხვდეთ, თქვენი შეხედულებების გადახედვა მოგიწევთ. ფრთხილად იყავით პარტნიორის არჩევისას პირველივე შემხვედრს ნუ მიენდობით: დიდი შანსია, რომ შეცდომას დაუშვებთ. კვირის მეორე ნახევარში ბედნიერი შეხვედრა გელით, მოემზადეთ ამისთვის!

სასიკეთო დღეები: 4, 8.

არასასიკეთო დღე: 2.

 

ქალწული

კარგად დააკვირდით თქვენს ძველ ნაცნობებს – იქნებ მათ შორის არის თქვენი მომავალი საბედო? მარტოხელა ქალწულებს ურჩევენ, რომ უფრო ხშირად იყვნენ ადამიანთა კომპანიებსა და საზოგადოებრივ ადგილებში. დაქორწინებულებს კი მოთმინება სჭირდებათ. გახსოვდეთ: თქვენს სიბრძნეზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

სასიკეთო დღეები: 5, 6.

არასასიკეთო დღე: 2.

 

სასწორი

ახლა უნდა გაითვალისწინოთ: თუ უკვე გააკეთეთ არჩევანი, ეჭვი არ შეგეპაროთ! ენდეთ თქვენს პარტნიორს, ნუ ეძებთ მასში ნაკლოვანებებს. კვირის მეორე ნახევარში შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ. ნუ ჩაიციკლებით ამ უსიამოვნებაზე, იქნებ ბედი სულ სხვაგან გელით?

სასიკეთო დღეები: 5, 8.

არასასიკეთო დღე: 4.

 

მორიელი

ამ პერიოდში ურთიერთობის გარკვევას თავიდან ვერ აიცილებთ. შეეცადეთ ეს გზა მინიმალური დანაკარგებით გაიაროთ. ზოგიერთი მორიელისთვის ახლა უკეთესია პარტნიორისგან დაისვენოს: შესთავაზეთ მას ეს ვარიანტი. შაბათ-კვირა საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ!

სასიკეთო დღეები: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 6.

 

მშვილდოსანი

არც კი ეცადოთ საიდუმლო რომანზე იფიქროთ. ყველა საიდუმლო აუცილებლად გამჟღავნდება! უფრო მეტად შეეცადეთ გადაარჩინოთ არსებული ურთიერთობა: ეს შესაძლებელია. თუ რაიმეთი უკმაყოფილო ხართ, ამის შესახებ პირდაპირ უთხარით პარტნიორს. თქვენი აზრების წაკითხვას ის ხომ ვერ შეძლებს, თუ ღიად არ ეტყვით პრობლემის შესახებ.

სასიკეთო დღეები: 2, 5.

არასასიკეთო დღე: 4.

 

თხის რქა

ძველი ურთიერთობის დასრულების შემდეგ ნუ იჩქარებთ ახლის დაწყებას. დასვენება გჭირდებათ. თხის რქებს, რომლებიც დიდი ხანია ბედნიერად გრძნობენ თავს საყვარელ ადამიანთან ერთად, ვარსკვლავები ურჩევენ, ახლა რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმონ მეორე ნახევარს. ასე მასში მომხდარი ცვლილებები არ გამოგეპარებათ.

სასიკეთო დღეები: 2, 6.

არასასიკეთო დღე: 3.

 

მერწყული

ქორწინების სახლში ახლა ნამდვილად არ უნდა გაიქცეთ. ურთიერთობის შესამოწმებლად დრო გჭირდებათ. ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი სასიყვარულო სამკუთხედის გამო დაიტანჯება. რაც უფრო მალე გაარკვევთ ურთიერთობას, მით უკეთესი! შეეცადეთ მშვიდად მიიღოთ გადაწყვეტილება და ჩხუბსა და კამათს ერიდოთ.

სასიკეთო დღეები: 2, 5.

არასასიკეთო დღე: 3.

 

თევზები

ყველაფერი გააკეთეთ, რომ ძველი გრძნობები გააღვივოთ. ეს გააცოცხლებს არსებულ ურთიერთობას. ახლა სიბრძნისა და მოთმინების გამოვლენის დროა. თუ დიდი ხანია სიყვარულის პოვნას ცდილობთ, ძებნა შეწყვიტეთ – ბედი მალე თავად გიპოვით.

სასიკეთო დღეები: 3, 8.

არასასიკეთო დღე: 2.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close