საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისთვის ადვოკატი პაატა სიმსივე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
ათენის ადვოკატთა ასოციაციისა და საიმიგრაციო პოლიტიკის ცენტრალური სამდივნოს წარმომადგენლებს შორის ათენში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა.
გაცნობებთ დღევანდელი განცხადების მოკლე შინაარსს:
– დაუშვებელია ის მდგომარეობა, რომელიც 7-წლიანებზეა შექმნილი. კერძოდ ის, რომ არსებული რანდევუებით საბუთების ჩაბარება ვერ ხერხდება და ვერც ახალი რანდევუები ინიშნება. სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან ითქვა, რომ მიმდინარეობს რამდენიმე ტექნიკური დეტალის დახვეწა და მალე შესაძლებელი იქნება ელექტრონული წესით რანდევუს დანიშვნა.
– ასევე მიუღებლად ჩაითვალა ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანები თვეობით ელოდებიან რანდევუს დანიშვნას და ამასობაში ან ვიზა უმთავრდებათ, ან ადია დიამონი და, ფაქტობრივად, რჩებიან არალეგალები.
– იმ ბინადრობის უფლებების (ადია დიამონი) მფლობელებს, რომლებიც 31-12-2020-მდე გადავადდა, მალე შეეძლებათ დანიშნონ რანდევუ ბინადრობის უფლების გადასავადებლად.
– როდესაც ახალი რანდევუს დანიშვნის საშუალება იქნება, შესაბამისი განცხადება გაკეთდება, სულ ცოტა, 1 დღით ადრე მაინც, რომ ყველამ წინასწარ იცოდეს ამის შესახებ და შესაბამისად მოემზადოს.
პაატა სიმსივე, ადვოკატი
კომენტარები