პოლიტიკასაქართველო

პარიზის მერმა თბილისის მერს წერილი გამოუგზავნა

ან იდალგო: „მეგობრობის დიდი ისტორია, რომელიც პარიზსა და თბილისს, საფრანგეთსა და საქართველოს აკავშირებს, კიდევ უფრო გამდიდრდება ახალი პროექტებით“

პარიზის მერად მეორე ვადით არჩეულმა ან იდალგომ (Anne Hidalgo) თბილისის მერ კახა კალაძეს მადლობის წერილი გამოუგზავნა, რომელშიც თბილისისა და პარიზის მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე საუბრობს.

„მსურს, მადლობა გადაგიხადოთ მოსალოცი წერილისთვის, რომელიც პარიზის მერის პოსტზე ხელახალ არჩევასთან დაკავშირებით გამომიგზავნეთ. თქვენი წერილი ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო. მეგობრობის დიდი ისტორია, რომელიც პარიზსა და თბილისს, საფრანგეთსა და საქართველოს აკავშირებს, განსაკუთრებით ფრანკოფონიისა და კულტურის მიმართულებით, მერწმუნეთ, კიდევ უფრო გამდიდრდება ახალი პროექტებით. მინდა გითხრათ, რომ მე კვლავაც ყურადღებით მოვეკიდები თბილისის აბრეშუმის მუზეუმის განახლებას, რომელშიც ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაცია მონაწილეობს.

ჩემი მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფრანკოფონიის სფეროში, არნო ნგატშა, როცა სურვილს გამოთქვამთ, თქვენთან ერთად განიხილავს თანამშრომლობის მიმართულებებს, რომელიც შეიძლება პარიზსა და თბილისს შორის დაისახოს. გთხოვთ, გადასცეთ პარიზის მეგობრობა თქვენი ქვეყნის ხელისუფალთ და თქვენი ქალაქის მოსახლეობას“, – წერს პარიზის მერი ან იდალგო თბილისის მერისადმი გამოგზავნილ წერილში.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close