პოლიტიკასაქართველო

31 ოქტომბერს აზერბაიჯანსა და საბერძნეთში საარჩევნო უბნები არ გაიხსნება – რა განმარტებას აკეთებს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის აზერბაიჯანსა და საბერძნეთში საარჩევნო უბნები არ გაიხსნება.

მისივე თქმით, ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიღებულ გადაწყვეტილებებს კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დაუყენებს.

„მოგეხსენებათ, ეპიდემია არის გლობალური. ჩვენ არ შეგვიძლია თუნდაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მათი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან მიღებული გადაწყვეტილებები დავუყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ. როგორც ვიცი, აზერბაიჯანში ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია, იქ უბრალოდ ვერ ტარდება არჩევნები, ასევე საბერძნეთშიც. ესპანეთზე არ ვიცი არაფერი. ეს არის ჩვენთვის უაღრესად სამწუხარო ფაქტი, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ როგორც აზერბაიჯანში, ასევე საბერძნეთში და ესპანეთშიც, „ქართული ოცნება“ მიაღწევს გამაჯრვებას. ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს კონსტიტუციური უფლება აღსრულებულიყო, მაგრამ ესენი არიან სუვერენული სახელმწიფოები, რომელ სუვერენულ ტერიტორიაზეც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან სურვილი, სამწუხაროდ, არ მოქმედებს“, – განაცახადა გიორგი გახარიამ.

წყარო: 1tv.ge

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ვერც ესპანეთში შეძლებენ არჩევნებში ხმის მიცემას.

„მსგავსი პრობლემის წინაშე იდგნენ საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც, თუმცა, საფრანგეთის მთავრობის მიერ დაშვებული გამონაკლისის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს პასპორტი და სპეციალური საშვი ექნებათ, საარჩევნო უბანზე მისვლას შეძლებენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საზღვარგარეთ ჯამში 57 საარჩევნო უბანია გახსნილი, საარჩევნო სიაში კი 14170 ამომრჩეველია დარეგისტრირებული“, – წერს გამოცემა.

სხვა ინფორმაციით, საზღვარგარეთ 50 საარჩევნო უბანია, ხოლო რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 65 ათასს აღემატება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close