ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს დილით მომხდარი თავდასხმის შედეგად საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციამ დააკავა. ემანუელ მაკრონი შემთხვევის ადგილას გაემართა. ინფორმაციას „ლე ფიგარო“ ავრცელებს.
ერთ-ერთი მსხვერპლი ქალი ეკლესიის შენობაში იპოვეს, მეორემ კი, სანამ დაიღუპებოდა, ახლომდებარე კაფემდე მისვლა შეძლო. მესამე გარდაცვლილი მამაკაცია.
პოლიციის წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთ მოკლულს, ასაკოვან ქალს, რომელიც ეკლესიში დილით ადრე სალოცავად მივიდა, დამნაშავემ ყელი გამოჭრა, მეორე დაღუპულ ქალსაც დანით აქვს მიყენებული ჭრილობები. მესამე გარდაცვლილი მამაკაცი, რომელსაც ასევე ყელი აქვს გამოჭრილი, ეკლესიაში იპოვეს.
დამნაშავე, რომელიც სამართალდამცველებმა სროლის შედეგად დაჭრეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ლე ფიგაროს“ ინფორმაციით, იგი დაახლოებით 20 წლისაა, თავად განაცხადა, რომ „ბრაჰიმი“ («Brahim» ) ჰქვია და მარტო მოქმედებდა.
ადგილზე მივიდა გამნაღმველთა ჯგუფი მას შემდეგ, რაც აფეთქებების ხმა გაისმა ახლომდებარე უბანში და ეჭვი გაჩნდა საეჭვო პაკეტთან დაკავშირებით.
ანტიტერორისტულმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო „მკვლელობის“ და „მკვლელობის მცდელობის“ ფაქტებზე.
შს მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა ტვიტერზე დაწერა, რომ პოლიციის ოპერაცია გრძელდება. მისი თქმით, კრიზისის საბჭო მოიწვია სამინისტროში. მინისტრმა მოუწოდა მოქალაქეებს, შემთხვევის ადგილთან ახლოს არ მივიდნენ და ინსტრუქციები დაიცვან.
IMPORTANT#Nice : une opération de police est en cours. Évitez le secteur et suivez les consignes. Après avoir eu le maire de Nice @cestrosi, je préside une réunion de crise au Ministère de l’Intérieur.
— Gérald DARMANIN (@GDarmanin) October 29, 2020
ნიცის მერმა კრისტიან ესტროზიმ ტვიტერზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში დაადასტურა, რომ ნოტრ-დამის ბაზილიკაში მომხდარი ტერორისტულ აქტს ჰგავს.
Je suis sur place avec la @PoliceNat06 et la @pmdenice qui a interpellé l’auteur de l’attaque. Je confirme que tout laisse supposer à un attentat terroriste au sein de la basilique Notre-Dame de #Nice06. pic.twitter.com/VmpDqRwzB1
— Christian Estrosi (@cestrosi) October 29, 2020
2016 წლის 14 ივლისს ნიცა განსაკუთრებით მსხვერპლიანი ტერორისტული თავდასხმის ადგილი გახდა, როდესაც ხალხმრავალ ქუჩაზე შეჭრილმა სატვირთო მანქანამ 86 ადამიანი იმსხვერპლა.
ნიკო აბაშიშვილი
UPDATE: A woman has been decapitated in a suspected terror attack in Nice, French police say.
French media is reporting a knife attack has taken place, which left three dead and several others injured.@skymarkwhite has the latest.
Read more here: https://t.co/Bp8rmc833v pic.twitter.com/beYc7zqG3Z
— SkyNews (@SkyNews) October 29, 2020
კომენტარები