fbpx
კრიმინალიმსოფლიო

ტერაქტი ნიცაში: 3 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაიჭრა

ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს დილით მომხდარი თავდასხმის შედეგად საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციამ დააკავა. ემანუელ მაკრონი შემთხვევის ადგილას გაემართა. ინფორმაციას „ლე ფიგარო“ ავრცელებს.

ერთ-ერთი მსხვერპლი ქალი ეკლესიის შენობაში იპოვეს, მეორემ კი, სანამ დაიღუპებოდა, ახლომდებარე კაფემდე მისვლა შეძლო. მესამე გარდაცვლილი მამაკაცია.

პოლიციის წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთ მოკლულს, ასაკოვან ქალს, რომელიც ეკლესიში დილით ადრე სალოცავად მივიდა, დამნაშავემ ყელი გამოჭრა, მეორე დაღუპულ ქალსაც დანით აქვს მიყენებული ჭრილობები. მესამე გარდაცვლილი მამაკაცი, რომელსაც ასევე ყელი აქვს გამოჭრილი, ეკლესიაში იპოვეს.

დამნაშავე, რომელიც სამართალდამცველებმა სროლის შედეგად დაჭრეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ლე ფიგაროს“ ინფორმაციით, იგი დაახლოებით 20 წლისაა, თავად განაცხადა, რომ  „ბრაჰიმი“ («Brahim» ) ჰქვია და მარტო მოქმედებდა.

ადგილზე მივიდა გამნაღმველთა ჯგუფი მას შემდეგ, რაც აფეთქებების ხმა გაისმა ახლომდებარე უბანში და ეჭვი გაჩნდა საეჭვო პაკეტთან დაკავშირებით.

ანტიტერორისტულმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო „მკვლელობის“ და „მკვლელობის მცდელობის“ ფაქტებზე.

შს მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა ტვიტერზე დაწერა, რომ პოლიციის ოპერაცია გრძელდება. მისი თქმით, კრიზისის საბჭო მოიწვია სამინისტროში. მინისტრმა მოუწოდა მოქალაქეებს, შემთხვევის ადგილთან ახლოს არ მივიდნენ და ინსტრუქციები დაიცვან.

ნიცის მერმა კრისტიან ესტროზიმ ტვიტერზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში დაადასტურა, რომ ნოტრ-დამის ბაზილიკაში მომხდარი ტერორისტულ აქტს ჰგავს.

ნოტრ-დამის ბაზილიკა ნიცის ცენტრში, ჟან მედსენის გამზირზე მდებარეობს

2016 წლის 14 ივლისს ნიცა განსაკუთრებით მსხვერპლიანი ტერორისტული თავდასხმის ადგილი გახდა, როდესაც ხალხმრავალ ქუჩაზე შეჭრილმა სატვირთო მანქანამ  86 ადამიანი იმსხვერპლა.

ნიკო აბაშიშვილი 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close