მსოფლიოპოლიტიკა

შვეიცარიამ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის, საქართველო, „წითელი ზონიდან“ ამოიღო

შვეიცარიამ საქართველო და მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა „წითელი ზონიდან“ ამოიღო. ამის მიზეზი შვეიცარიაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა გახდა.

განახლებულ ინფორმაციას შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფედერალური ოფისი ავრცელებს.

„წითელ ზონაში“ მოხვდნენ მხოლოდ ის ქვეყნები და რეგიონები, სადაც 100 ათას ადამიანზე კორონავირუსის შემთხვევების რაოდენეობა შვეიცარიის მაჩვენებელს აღემატება. ამგვარად, შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფედერალური ოფისის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „წითელ ზონაში“ არიან ანდორა, ბელგია, ჩეხეთი და სომხეთი. ამას გარდა, წითელ ზონად არის გამოცხადებული საფრანგეთის რამდენიმე რეგიონი. აღნიშნული ქვეყნებიდან და რეგიოებიდან ჩასულ პირს შვეიცარიაში კარანტინის გავლა მოუწევს.

28 ოქტომბერს შვეიცარიაში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 8 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო, ფედერალურმა მთავრობამ ქვეყანაში ზომების გამკაცრების შესახებ განაცხადა. კერძოდ, აიკრძალა რესტორნებსა და ბარებში ერთ მაგიდასთან ოთხ ადამიანზე მეტის ჯდომა, ბარებისა და რესტორნების მუშაობა კი საღამოს 11:00 საათამდე შეიზღუდა.

აიკრძალა 50 ადამიანზე მეტის მონაწილეობით მასობრივი ღონისძიებები ჩატარება. ასევე, აიკრძალა ათ ადამინაზე მეტის მონაწილეობით ოჯახური შეკრებები. ხოლო სპორტულ ღონისძიებებზე მონაწილეთა რაოდნეობა 15-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ორი ნოემბრიდან უმაღლეს სასწავლებლებში სწვალა დისტანციურად გაგრძელდება. ამასთან, ქვეყანაში სავალდებულო გახდა პირბადეების ტარება ხალხმრავალ, ღია და დახურულ სივრცეებშიც.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close