შურისძიების მგლური კანონი – რა ხდება სამეგრელოს სოფლებში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა მგლების შემოტევით შეშფოთებულია – ამის შესახებ „კვირის პალიტრა“ ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება.
მტაცებლები ურთაში, ახალსოფელსა და ნარაზენში მცხოვრებთა საკარდიმიდამო ნაკვეთებში დღისითაც შედიან და საქონელს იტაცებენ.
ადგილობრივები ფაქტს რამდენიმე ხნის წინ მომხდარ შემთხვევას უკავშირებენ, როცა ერთ-ერთმა მონადირემ მგლის ლეკვი მოკლა. სოფლებში ფიქრობენ, რომ მგლების უჩვეულო შემოსევა შურისძიებითაა განპირობებული.
„აქაურმა მონადირემ მგელს ლეკვი მოუკლა და სახლის ახლოს დაუმარხავს. რამდენიმე დღის შემდეგ იმ ადგილას ამოთხრილი მიწა შეუნიშნავს, ეტყობა, მგლებმა სუნით მიაგნეს. ამას ვუკავშირებთ მგლების შემოტევას, შურს იძიებენო, თორემ ადრეც ხომ იყვნენ, მაგრამ სახლში არ გვიცვივდებოდნენ“, – ყვება ადგილობრივი მაცხოვრებელი მერაბ მებონია.
კომენტარები