fbpx
მედიცინამსოფლიო

ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდება

აშშ-ის დაავადება კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, მსოფლიო ცხოვრების ნორმალურ რიტმს 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდება.

მისივე თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას 2021 წლის მეორე ან მესამე კვარტლისთვის მიიღებს.

ეპიდემიოლოგი ასევე აკრიტიკებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ნიღბის ტარების მოწოდებას „პოლიტიკურ განცხადებად“ მიიჩნევენ.

როგორც ფაუჩი აღნიშნავს, აშშ-ის თითოეულ შტატს საკარანტინო ზომები ერთსა და იმავე პერიოდში რომ გამოეცხადებინა, ყველაფერი უფრო მსუბუქად წარიმართებოდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 8 778 680 შემთხვევა გამოვლინდა, 226 711 ადამიანი კი გარდაიცვალა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close