სპორტი

ქართველმა თინეიჯერებმა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატში პირველი და მესამე ადგილები მოიპოვეს

ორმა თინეიჯერმა საქართველოდან, ეკატერინე ფიფიამ და ნია დონღვანმა ჭადრაკში მსოფლიო სასკოლო ონლაინ ჩემპიონატში პირველი და მესამე ადგილები დაიკავეს. ჩემპიონატში 37 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

17 წლამდე ასაკის ქალთა ჩემპიონატში 40 სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოდან მესამე მონაწილე დიანა ლომაია, იყო, რომელიც მე-12 ადგილზე გავიდა.

საქართველოს ჭადრაკის ასოციაციამ გამარჯვებულებს „ფეისბუქ“ გვერდზე მიულოცა.

👑 კატო ფიფია, 17-წლამდე ასაკის გოგონათა შორის მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულია!👏👏👏 🎉🎉

✅ კატომ,…

Posted by საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია • Georgian Chess Federation on კვირა, 25 ოქტომბერი, 2020

ეკატერინე ფიფიამ 9-იდან 8 ქულა მოიპოვა და ჩემპიონატში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მეორე ადგილზე ირანელი ანაჰიტა ზაჰედიფარი გავიდა, მესამეზე კი – ქართველი ნია დონღვანი.
ჩემპიონატში 14 წლამდე კატეგორიაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ორი წარმომადგენელი – მარიამ სიჭინავა და მარიამ დოლაქიძე. მათ 38 მონაწილეს შორის მე-11 და 28-ე ადგილები მოიპოვეს.
amerikiskhma.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close