საზოგადოებასაქართველო

შესაძლოა COVID-19-თან საბრძოლველად პენსიონერი და უმუშევარი ექიმები გამოიყენონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ covid-19-თან საბრძოლველად პენსიონერი და ამჟამად უმუშევარი, მაგრამ სერტიფიცირებული ექიმების რესურსი გამოიყენონ. ამის შესახებ მან Facebook-პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში აქტიურად დასაქმებულია 19 000-მდე ექიმი და დაახლოებით 17 000-მდე ექთანი.

„სულ ქვეყანაში გვყავს 27 000-28 000-მდე სერტიფიცირებული ექიმი, რომელთაც აქვთ სამედიცინო განათლება და სხვადასხვა პირობების გამო დღეს არ არიან დასაქმებულები. შესაძლებელია და არის საუბარი, რომ სერტიფიცირებული, მაგრამ არა ამჟამად მომუშავე ექიმები დაეხმარონ ჯანდაცვის სისტემას თუ ამის აუცილებლობა დადგა, ამიტომ სასურველია, მოხდეს მათი გადამზადება. ზოგიერთი გასულია პენსიაში, ზოგიერთი კი,  სხვადასხვა პირობების გამო არ მუშაობს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტების გადამზადებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ  მეხუთე და მეექვსე  კურსის სტუდენტების გადამზადება აქტიურად დაიწყო.

„ყველა უნივერსიტეტს საშუალება აქვს, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ ელემენტარული ინფორმაცია. მათ უკვე ძირითადი თეორიული და კლინიკური საგნები გავლილი აქვთ და თავისუფლად შეუძლიათ ექიმის ასისტენტებად იმუშაონ, თუ ამის აუცილებლობა დადგება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close