საზოგადოებასაქართველო

„დღეს ცოტნეს აბსოლუტურად ნათელი გონება აქვს“ – ანა ჯაბაური

სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური  ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას გვაწვდის და თან კლინიკაში გადაღებულ ფოტოსაც ავრცელებს. როგორც ანა ჯაბაური წერს, ცოტნეს მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, აღდგენილია ყველა სასიცოცხლო ფუნქცია. 

„მაშ ასე, ჩვენო ძვირფასო გულშემატკივრებო – როგორც ხედავთ, ძველი ცოტნე გვიბრუნდება თანდათან…😊

თუმცა, სამი უმნიშვნელოვანესი პროცედურა, რომელთა ჩატარებაც იყო თურქეთიდან გერმანიაში ცოტნეს გამომგზავრების მთავარი მიზანი, ჯერ არც კი ჩატარებია, და, მხოლოდ უახლოეს მომავალში იგეგმება…😊

ურთულესი 10 თვე გამოვიარეთ. იყო იმედიც, სასოწარკვეთაც, სიცოცხლისთვის სახიფათო გართულებებიც, რომელიც 21 თებერვალს კათეტერის დაბინძურების შედეგად განვითარებული უმძიმესი სეფსისით დასრულდა. საბედნიეროდ, თურქმა ექიმებმა ამ შემთხვევაშიც შეძლეს ცოტნეს გადარჩენისთვის აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რის შემდეგაც ცოტნეს სიცოცხლისთვის სახიფათო, მოსალოდნელ თუ მოულოდნელ გართულებათა ჯაჭვი სასწაულებრივად გაწყდა და… დაიწყო ცოტნეს მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ უწყვეტი და მყარი ნაბიჯებით ნელი სვლა…

დღეს ცოტნეს აბსოლუტურად ნათელი გონება აქვს. აღდგენილი აქვს ყველა სასიცოცხლო ფუნქცია, ხოლო მოტორულ და კოგნიტურ უნარებს ნელნელა, მაგრამ ყოველდღიურად აუმჯობესებს.

Ihr Kampf gleicht einer Heldentat, und Ihre Bestrebung zum Sieg ist ein Wunder – ასე გვითხრა მე და ცოტნეს ერთმა გერმანელმა ექიმმა 😊 და, ჩვენც სწორედ ამგვარი ბრძოლის გადაწყვეტილება მივიღეთ სასწაულებრივ გამარჯვებამდე 😊😊❤

P.S. და ბოლოს, უუუდიდესი, ბედნიერების გრძნობით აღსავსე მადლობა მინდა ვუთხრა იმ ათიათასობით ადამიანს, რომელნიც ყოველდღიურად გვწერენ, გვამხნევებენ, დახმარებას ცდილობენ. ბევრნი (მათ შორის ისეთებიც, რომელთაც სულაც არ ულხინთ), ანგარიშის გახსნასა და თანხის შეგროვებას დაჟინებით გვთავაზობენ, ცოტნეს გამოჯანმრთელებაში საკუთარი წვლილის შეტანის უკეთილშობილურესი განზრახვით… და, მადლობა იმ ხალხსაც, ვინც მე და ცოტნეს ძმებს მოგვანიჭა ბედნიერება, კატეგორიული უარის თქმის ფუფუნება გვქონდეს ყოველგვარი დამატებითი ანგარიშის გახსნაზე ცოტნეს სახელით, რომლის საჭიროება სინამდვილეში არასდროს ყოფილა…(#ქართუ )

არ ვიცი, რას და როგორ შევძლებდით ამ უთანასწორი ბრძოლაში მე და ცოტნე, რომ არა ოჯახი: #გიორგიგამსახურდია, Konstantine Gamsakhurdia, ანი აბულაძე – უთქვენოდ ვერ ვიქნებოდით ასეთი მაგრები. გვიყვარხართ ჩვენ თქვენ

Sopo Jabauri   მადლობა, დე, ასე გმირულად რომ უძლებ ამხელა განშორებას“, – წერს ანა ჯაბაური.

ცნობისთვის, 2019 წლის 19 დეკემბერს ცოტნე გამსახურდია საკუთარ საცხოვრბელ სახლთან ახლოს დაჭრეს. ის ამ დრომდე გადის მკურნალობას გერმანიაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close