საზოგადოებასაქართველო

საქართველოში კოვიდ-19-ის მიზეზით გარდაცვლილთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა

საქართველოში გასულ ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა და COVID-19-ის მსხვერპლთა რიცხვმა 201-ს მიაღწია.

გარდაცვალების ყველაზე მეტი დღიური მაჩვენებელი ქვეყანაში 20 ოქტომბერს დაფიქსირდა, როდესაც  COVID19-ით გამოწვეული გართულებებით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

25 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1928 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გამოვლენილი შემთხვევების მთლიანმა რაოდენობამ 28431-მიაღწია. გამოჯანმრთელდა 10 767 პაციენტი.

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევიდან 788 – თბილისში, 551 – აჭარაში, 245 – იმერეთში დაფიქსირდა. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება: ქვემო ქართლში – 87, შიდა ქართლში – 33, გურიაში – 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 93, კახეთში – 42, მცხეთა-მთიანეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული არის 17 437, მათგან 3766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1893, აჭარაში – 714.

მძიმე პაციენტია 429, მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 75. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 106 პირი, მათ შორის, თბილისში – 59, აჭარაში – 25.

2268 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1247 – აჭარაში, ხოლო 741 – თბილისში.

11 403 ინფიცირებული, რომელთა შემთხვევაში ინფექცია უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, სახლის პირობებში მკურნალობს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close