იტალიაპოლიტიკასაზოგადოება

ნეაპოლში შეზღუდვების საწინააღმდეგო მანიფესტაციის დროს პოლიციასთან შეტაკება მოხდა (ვიდეო)

დემონსტრაცია ნაპოლში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ შემოღებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან შეტაკებაში გადაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ანსა“ ავრცელებს.

საპროტესტო აქციაში 23 ოქტომბერს რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა. თავიდან დემონსტრაცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, თუმცა შემდეგ დემონსტრანტებს უცნობი ადამიანები შეუერთდნენ, რომლებმაც პეტარდების სროლა დაუწყეს ადგილობრივი ხელისუფლების შენობას. პასუხად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დემოსტრაცია და არეულობები ნეაპოლში 24 ოქტომბერსაც გაგრძელდა.

როგორც ცნობილია, დემონსტრაციამდე კამპანიის (ნეაპოლი) გუბერნატორმა ვინჩენცო დე ლუკამ კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდის გამო რეგიონში ახალი შეზღუდვები დააწესა. კერძოდ, რეგიონის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ყველაფერი 30-40 დღით ჩაკეტოს, რათა დაავადების მკვეთრი გავრცელება შეაჩეროს. დე ლუკამ 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ არსებული ზომები საკმარისი არ არის.

გუშინწინ იტალიის სამხრეთ რეგიონ კამპანიაში კოვიდინფექციის რეკორდული რაოდენობა – 2280 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 24 ოქტომბერს – 1718, თუმცა ნაკლები რაოდენობის ტესტებიც ჩატარდა. დე ლუკას თქმით, დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები, რთა თავიდან აიცილონ „ახალი სატვირთო მანქანები კუბოებით“.

ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია საპროტესტო ტალღა რეგიონის მთავარ ქალაქში.

24 ოქტომბერს საღამოს „ანსამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის კამპანიაში ლოქდაუნი არ იქნება – რეგიონის პრეზიდენტ დე ლუკას გადაწყვეტილების შესაცვლელად გაიმართა კონფერენცია სახელმწიფოს და რეგიონებს შორის, რომელზეც აღინიშნა, რომ „ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, არ დააწესოს სრული კარანტინი ნაციონალურ დონეზე, ასეთ შემთხვევაში ერთ რომელიმე რეგიონში ლოქდაუნის დაწესება ერთი რეგიონის ფარგლებს სცილდება, რადგან გამოიწვევს არაკონტროლირებად გადაადგილებას რეგიონული საზღვრების მიღმა“. მეორე არგუმენტი კი რეგიონში სრული ლოქდაუნის საწინააღმდეგოდ არის ის, რომ ამ მომენტისთვის არ არსებობს კარანტინის შემდეგ რეგიონის „გახსნის“  სოციალურ-ეკონომიკური გეგმა, რომლის არსებობასაც დე ლუკა ყოველთვის აუცილებლად მიიჩნევდა მანამდე, სანამ სრული კარანტინი დაწესდებოდა.

ამ დროისთვის კამპანიის რეგიონში მოქმედებს რიგი შეზღუდვები, მათ შორის, კომენდანტის საათი (23 სთ-იდან დილის 5 საათამდე). ბარები და რესტორნები 21:00 სთ-ზე იკეტება, ხოლო აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა საღამოს 6 საათის შემდეგ. პირბადის ტარება სავალდებულოა ღია სივრცეშიც.

ციცი ხაბელაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close