მედიცინამსოფლიო

რამდენი წუთი და ვირუსის რამდენი ცოცხალი ნაწილაკია საჭირო COVID19-ით ინფიცირებისათვის?

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი COVID19-ით ინფიცირების მაღალი და დაბალი რისკების ჩამონათვალს აქვეყნებს. ჩამონათვალში დეტალურად წერია, რამდენი წუთი და ვირუსის რამდენი ცოცხალი ნაწილაკია საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი დაინფიცირდეს.

ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის შემცველ სივრცედ სახელდება დახურული შენობები, მათ შორის, ოფისები, სკოლები, რესტორნები, რელიგიური სივრცეები, კინოთეატრები.

მკვლევრები თანხმდებიან, რომ ვირუსის გადადების რისკი საგნების ზედაპირებიდან დაბალია.

კორონავირუსით ინფიცირება

  • ძალიან დაბალი რისკი – საგნების ზედაპირებიდან გადადების;
  • ძალიან დაბალი რისკი – ღია სივრცეში ინფიცირების;
  • ძალიან მაღალი რისკი – დახურულ სივრცეში ინფიცირების: ოფისები, რელიგიური რიტუალები, სპორტული დარბაზები, კინო-დარბაზები და ა.შ.

ვინ შეიძლება დაინფიცირდეს COVID19-ით?

  • იმისათვის, რომ ადამიანი COVID19-ით დაინფიცირდეს, მან უნდა მიიღოს ვირუსული ნაწილაკის 1000 დოზა;
  • სუნთქვა: წუთში გამოიყოფა 20 ვირუსული ნაწილაკი;
  • ლაპარაკი: წუთში გამოიყოფა 200 ვირუსული ნაწილაკი;
  • ხველება: 200 მილიონი ვირუსული ნაწილაკი – ცუდად განიავებულ სივრცეში ნაწილაკები რამდენიმე საათს რჩება;
  • დაცემინება: 200 მილიონი ვირუსული ნაწილაკი.

ინფიცირების სხვადასხვა სცენარი

  • დაბალია ინფიცირების რისკი, თუკი ადამიანებს შორის დაშორება მინიმუმ 6 ნაბიჯია, ურთიერთობის ხანგრძლივობა კი არ აღემატება 45 წუთს;
  • პირისპირ ლაპარაკი (ნიღბით) – გადადების დაბალი რისკია თუკი ურთიერთობა 4 წუთზე მეტხანს არ გრძელდება;
  • გვერდით ჩავლილი ადამიანისგან ინფიცირების რისკი დაბალია;
  • ინფიცირების დაბალი რისკია კარგად განიავებულ სივრცეში, დისტანციით ურთიერთობისას;
  • სასურსათო მაღაზიები – ინფიცირების საშუალო რისკი. საშუალო რისკის კიდევ უფრო შემცირება შესაძლებელია, თუკი მაღაზიაში დაჰყოფთ მცირე დროს და დაიცავთ ჰიგიენის წესებს;
  • დახურული სივრცეები – ინფიცირების ძალიან მაღალი რისკი;
  • საზოგადოებრივი ტუალეტები – ზედაპირებიდან გადადების მაღალი რისკი;
  • რესტორნები – მაღალი რისკი;
  • სამუშაო ადგილები/სკოლები (მაშინაც კი თუ სოციალური დისტანცია დაცულია) – ძალიან მაღალი რისკი, მათ შორის, საგნებიდან ინფიცირების რისკი;
  • დღესასწაულები/ქორწილები – ძალიან მაღალი რისკი;
  • კონფერენციები/ბიზნეს შეხვედრები – ძალიან მაღალი რისკი;
  • კონცერტები/კინოდარბაზები – ძალიან მაღალი რისკი.

25 ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 42 976 977 შემთვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 1 155 262 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 31 683 839.

ნინო თარხნიშვილი

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close