მსოფლიოპოლიტიკა

ერდოღანი მაკრონს კვლავ მკურნალობას ურჩევს

24 ოქტომბერს სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მუსლიმებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამო ფსიქოლოგიური მკურნალობა სჭირდება. ამის შესახებ „ლე პარიზიენი წერს“ და ვიდეოსაც აქვეყნებს.

„რა პრობლემა აქვს მუსლიმებთან და ისლამთან მაკრონს? მას მკურნალობა სჭირდება. სხვა რა უნდა ვთქვათ ქვეყნის მეთაურზე, რომელსაც რელიგიის თავისუფლება არ ესმის და რომელიც ასე ექცევა განსხვავებული აღმსარებლობის მქონე მილიონობით ადამიანს თავის ქვეყანაში?“ – განაცხადა ერდოღანმა.

გამოცემის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა თავისი გამოსვლით ემანუელ მაკრონის განცხადებას უპასუხა, როდესაც მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთი ისლამურ სეპარატიზმს ომს უცხადებს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთმა ერდოღანის შეურაცხმყოფელი გამოსვლა საჯაროდ დაგმო და თურქეთიდან საკუთარი ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია.

პრეზიდენტ ერდოღანის გამოსვლას ელისეს სასახლიდან დღის ბოლოს უპასუხეს და განაცხადეს, რომ ერდოღანის კომენტარები მიუღებელია. „აღშფოთება და უხეშობა მეთოდი არ არის“. მოვითხოვთ, რომ ერდოღანმა შეცვალოს თავისი პოლიტიკა, რადგან ის ყოველმხრივ სახიფათოა. ჩვენ დაპირისპირებებში არ ვმონაწილეობთ და ამ შეურაცხყოფას არ მივიღებთ“, – განუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.

თურქეთის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგას მენტალური მდგომარეობის შემოწმება გასული წლის ნოემბერშიც ურჩია, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ნატოს ტვინი მკვდარია“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close