fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

პოლონეთში სპორტულმა დარბაზმა „ტაძარი“ დაირქვა, რათა პანდემიის გამო არ დახურონ

პოლონეთში სპორტულმა დარბაზმა „ტაძარი“ დაირქვა, რათა შეზღუდვები არ შეეხოს. შემთხვევა კრაკოვში მოხდა და გენიალური იდეა Atlantic sports-ს გაუჩნდა. იმისათვის, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო არ დახურონ, სპორტკლუბი ეკლესიად გადაკეთდა.

ოფიციალურ გვერდზე განცხადებაც გავრცელდა, სადაც დარბაზი თავის თავს „ჯანსაღი სხეულის მქონე ადამიანების ეკლესიას“ უწოდებს და მანამ, სანამ ფიტნესი აკრძალულია, ყველას რელიგიურ შეკრებებზე ეპატიჟება.

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ფიტნესი აკრძალული… ჩვენ ვიწყებთ რელიგიურ რიტუალებს და დღეიდან „ჯანსაღი სხეულის ეკლესია“ ვიქნებით“, – განაცხადა Atlantic Sport-ის მენეჯერმა მარტა ხამროსმა.

მარტამ ტრენერებს „სამღვდელო პირები“ უწოდა და მათ მოქმედების თავისუფლებაც მიანიჭა.

სპორტულმა დაწესებულებამ ტრენაჟორების მაღაზიის გახსნაც დააანონსა, სადაც შესვლა და ტექნიკის გამოცდა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. რაღა თქმა უნდა, სანაცვლოდ გარკვეული თანხის გადახდა იქნება საჭირო.

აღსანიშნავია, რომ დარბაზს გამოსავლის მოძებნა მას შემდეგ დასჭირდა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ახალი შეზღუდვები დააანონსა. ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრად ზრდის გამო ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენას სთხოვს. კრაკოვი საერთოდ „წითელ ზონადაა“ გამოცხადებული, ამიტომ სპორტული დარბაზები და აუზები სასწრაფოდ უნდა დაიხუროს.

fortuna.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close