იტალიაპოლიტიკა

რომში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა (ვიდეო)

პოლიციასა და ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა რომში, სახალხო მოედანზე (piazza del Popolo). ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ულტრამემარჯვენე მოძრაობის „ახალი ძალის“ (Forza Nuova) რამდენიმე ასეული მხარდამჭერი გუშინ საღამოს რომის ცენტრში, პიაცა დელ პოპოლოზე ხელისუფლების მიერ გამოცხადებული კომენდანტის საათის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიკრიბა დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად.

აქციის მონაწილეებმა პოლიციას ბოთლები ესროლეს და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს. სამართალდამცველებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არიან დაკავებულები.

იტალიის ლაციოს რეგიონში (დედაქალაქირომი) 24 ოქტომბრიდან კომენდანტის საათი გამოცხადდა, რომელიც 24:00 საათიდან დილის 5 საათამდე მოქმედებს.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის სწრაფი ზრდის გამო ხელისუფლებამ შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრების შესახებ ახალი დადგენილება წუხელ მიიღო. ახალი დეკრეტით განსაზღვრული შემზღუდავი ზომების მოქმედება 26 ოქტომბერს დაიწყება 24 ნოემბრამდე იქნება ძალაში.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close