fbpx
კინო/ფილმები

რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრად აირჩიეს

ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულ მოღვაწეობას აგრძელებს: ის კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრებს შორის მოხვდა, რომლებიც ერთ-ერთი სექციის გამარჯვებულებს დაასახელებენ.

მართალია, წელს მაისში დაგეგმილი კანის საერთაშორისო კინოფესტივალი გაუქმდა, მაგრამ მოგვიანებით ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, სპეციალური გამოშვებით საკონკურსოდ შერჩეული რამდენიმე ფილმი მაინც ეჩვენებინათ: ღონისძიება 27-დან 29 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ოთხ ფილმს ოფიციალური საკონკურსო პროგრამიდან აჩვენებენ და ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოჩვენებები გაიმართება.

სწორედ მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და Cinéfondation-ის კინოსკოლის საკონკურსო ნამუშევრებს შორის გამარჯვებულის გამოვლენის პროცესში მიიღებს მონაწილეობას ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი ჟიურის დანარჩენ ხუთ წევრთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ კულუმბეგაშვილმა წელს გადაიღო თავისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი კინოსურათი „დასაწყისი“, რომელიც კანის წლევანდელი კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა და ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილ სპეციალურ გამოშვებისას მისი ჩვენებაც გაიმართება.

27 სექტემბერს სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმმა „დასაწყისი“ ოთხ მთავარ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის „ოქროს ნიჟარა“ გადაეცა, როგორც წლის საუკეთესო ფილმს. 8 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ „ოსკარების“ მომავალ დაჯილდოებაზე საქართველოს სახელით სწორედ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი იბრძოლებს.

ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორმა თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმით, რომელიც იეჰოვას მოწმეთა ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, არა მხოლოდ საერთაშორისო დაჯილდოებების ყურადღება მიიქცია, არამედ უცხოური პრესის მოწონებაც დაიმსახურა: მის შესახებ, ძირითადად, მხოლოდ დადებითი რეცენზიები იწერება.

info9.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close