იტალიასაზოგადოება

ვენეცია ისევ დაიტბორა – MOSE არ ამუშავდა

ზედიზედ მესამე დღეა, ვენეციას წყალდიდობა უტევს: ამჯერად დამცავი რაბების სისტემა MOSE არ გააქტიურდა. მოქცევის სიმაღლემ 105 სმ-ს მიაღწია და სან მარკოს მოედანი დაიტბორა. ამის შესახებ Ansa წერს

კიდევ უფრო მეტს – 110 სმ-ს მიაღწია წყლის სიმაღლემ ლიდოში, ხოლო მალამოკოსთან – 112 სმ-ს.

პროტოკოლის თანხმად, MOSE-ს ჯებირი ფუნქციონირებას იწყებს მაშინ, როდესაც მოსალოდნელია, რომ „აკვა ალტა“ 130 სმ-ს მიაღწევს, ნაკლებზე რაბების სისტემას არ ამუშავებენ, რადგან ლაგუნის ჩაკეტვა პრობლემას წარმოადგენს პორტისა და ნაოსნობისთვის.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close