კრიმინალისაბერძნეთი

სამუდამო პატიმრობა – კრეტელ სექსუალურ მოძალადეს და მკვლელს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

ამერიკელი ბიოლოგის, 59 წლის სიუზან იტონის მკვლელობაში ბრალდებული კრეტელი ახალგაზრდა მამაკაცი რეთიმნოს (კრეტა) სასამართლომ წაყენებულ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

7 წევრისგან – 3 მოსამართლისა და 4 ნაფიცი მსაჯულისგან შემდგარმა სასამართლო კოლეგიამ 2020 წლის 13 ოქტომბერს, გვიან საღამოს 28 წლის კრეტელ მამაკაცს ქალაქ ხანიიდან მიუსაჯა „სამუდამო პატიმრობა – მკვლელობისთვის, 13 წელი – გაუპატიურებისთვის და 4 თვე – იარაღის უკანონო შენახვისთვის“. მსჯავრდებული ტრიპოლის ციხეში მოიხდის სასჯელს. მისი ადვოკატის თქმით, „ბრალდებულმა იცოდა, რასაც აკეთებდა, როდესაც ტრავმირებული ქალი საბარგულში მოათავსა, თუმცა როდესაც სექსუალურ ძალადობას ახორციელებდა, იგი გონებადაბინდული იყო“. სასამართლომ ადვოკატის არგუმენტები არ გაითვალისწინა და უმკაცრესი განაჩენი გამოიტანა.

ამერიკელი მეცნიერი სიუზან იტონი საბერძნეთში, კრეტაზე 2019 წლის 2 ივლისს გაუჩინარდა. 59 წლის ბიოლოგი საპორტო ქალაქ ხანიაში კონფერენციაზე დასასწრებად იყო ჩასული.

2 ივლისს, დაახლოებით დღის 3 საათზე სიუზანმა კოლეგებს აცნობა, რომ ცოტა ხნით სასეირნოდ გავიდა, რადგან შემდეგი სხდომა 18:00 საათზე იწყებოდა, თუმცა იგი ამ დროისთვის უკან აღარ დაბრუნებულა.

ერთკვირიანი საგულდაგულო ძიების შემდეგ ამერიკელი მეცნიერის ცხედარი მეორე მსოფლიო ომის დროინდელ კატაკომბაში იპოვეს. მალევე დააკავეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელიც აღმოჩნდა 27 წლის ფერმერი კრეტის ქალაქ ხანიიდან.

ნინო ბაჯელიძე 

ამავე თემაზე: კრეტაზე ამერიკელი მეცნიერი ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს – მორიგი მანიაკი?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close