საბერძნეთი: ამინდის საგანგებო პროგნოზი 12-13 ოქტომბრისთვის
საბერძნეთში ამინდის გაუარესების თაობაზე საგანგებო ბიულეტენის თანხმად, რომელიც საბერძნეთის მეტეოროლოგიის ეროვნულმა სამსახურმა (EMY) გაავრცელა, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში უამინდობაა 12 ოქტომბრის ნაშუადღევს დაიწყება და 13 ოქტომბრის ნაშუადღევამდე გაგრძელდება.
მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, შტორმი და შტორმული ქარი, აგრეთვე, ზოგიერთ ადგილას – სეტყვა. მეტეოროლოგიის ეროვნული სამსახურის პროგნოზით, სამხრეთის შტორმული ქარის სიმძლავრე 7-8 ბალს მიაღწევს ბოფორტის სკალით. სამშაბათს ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში ქარი გაძლიერდება 9 ბალამდე. meteo.gr-ის ინფორმაციით კი, ქარის მაქსიმალური სიმძლავრე 10 ბალი იქნება.
დღეს (12 ოქტომბერი) ნაშუადღევიდან ხვალ დილის საათებამდე უამინდობა მოიცავს იონიის ზღვის, ეპირის, დასავლეთ მაკედონიის რეგიონებს, აგრეთვე, სტერეის და პელოპონესის დასავლეთ რეგიონებს. დღეს საღამოდან უამინდობა შესუსტდება პელოპონესის დანარჩენ ნაწილში, აგრეთვე, თრაკიაში, თესალიასა და სპორადებზე.
უამინდობა დღეს საღამოდან დაიწყება და ხვალ დილამდე გაგრძელდება სტერეისა და ევიის აღმოსავლეთ ნაწილში. ხვალ (13.10) დილიდან შტორმი, ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი მოსალოდნელია ეგეოსის ზღვის კუნძულების აღმოსავლეთ რეგიონში.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები