მსოფლიოსაზოგადოება

ნობელის პრემია ეკონომიკაში პოლ მილგრომს და რობერტ უილსონს მიენიჭათ

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის 2020 წლის ლაურეატები ამერიკელი მეცნიერები, 72 წლის პოლ მილგრომი და 83 წლის რობერტ უილსონი გახდნენ.

მათ პრესტიჟული პრემია „აუქციონების თეორიის გაუმჯობესებისა და აუქციონის ახალი ფორმატების გამოგონებისთვის“ მიენიჭათ. ნობელის კომიტეტმა ხაზი გაუსვა მილგრომისა და უილსონის სამეცნიერო წვლილს, „რომელმაც სარგებელი მოუტანა გამყიდველებს, მყიდველებსა და გადასახადების გადამხდელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით“. პოლ მილგრომი და რობელტ უილსონი თავიდანვე ფავორიტებად მიიჩნეოდნენ.

ნობელის პრემია ეკონომიკაში, როგორც ცნობილია, თავად ალფრედ ნობელს არ დაუარსებია. ოფიციალურად მას ეწოდება „შვედეთის სახელმწიფო ბანკის პრემია ეკონომიკურ მეცნიერებებში, ალფრედ ნობელის ხსოვნის პატივსაცემად“. 1968 წელს, თავისი 300 წლის იუბილეზე, შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა Sveriges Riksbank-მა ნობელის ფონდს დიდი თანხა შესწირა იმისათვის, რომ კიდევ ერთი ნომინაცია დაეწესებინა – ეკონომიკურ მეცნიერებებში.

ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატებს შვედეთის მეცნიერებათა აკადემია ირჩევს იმავე კრიტერიუმებით, რომლებიც სხვა დისციპლინებში მოქმედებს.

მიმდინარე წელს ჯილდოების გადაცემა, ტრადიციულად, 10 დეკემბერს გაიმართება, თუმცა ვირტუალურად და ტრადიციული ბანკეტის გარეშე, კორონავირუსის პანდემიის გამო.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close