მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

ნაგაზი, რომელსაც სასიკვდილო ინიექცია გაუკეთეს, საფლავიდან ამოძვრა და სახლის გზას დაადგა

კომის რესპუბლიკაში დაუჯერებელი შემთხვევა მოხდა – ნაგაზი, რომელსაც სასიკვდილო ინიექცია გაუკეთეს, საფლავიდან ამოძვრა და სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ძალაგამოცლილი ძაღლი ტრასაზე ახალგაზრდა გოგონამ, ოლგა ლისცევამ იპოვა, რომელმაც ზუსტად იმ დროს და იმ ადგილას მანქანით გაიარა. ოლგამ დაუძლურებულ ძაღლს აჭამა და სახლში წაიყვანა.

როგორც კი ძაღლი მოძლიერდა, ოლგა უსახლკარო ცხოველების დახმარების ფონდს – „სიკეთის ქალაქს“ დაუკავშირდა. ორგანიზაციის ვეტერინარებმა ცხოველი გასინჯეს და ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარეს.

„სიკეთის ქალაქმა“ სოციალურ ქსელში დაკარგული ნაგაზის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და ქალაქ ემბის რამდენიმე მცხოვრებმა ძაღლი ამოიცნო. ორგანიზაციას ნაგაზის ყოფილმა პატრონებმა მიაკითხეს. მათი მონაყოლიდან გაირკვა, რომ მძიმე დაავადების გამო ნაგაზის დაძინება მოუწიათ, შემდეგ კი ცხოველის ლეში ტყეში დამარხეს. სავარაუდოდ, დასაძინებელი პრეპარატის დოზა სასიკვდილო არ იყო, ამიტომ ძაღლმა გონება დაკარგა, მაგრამ არ მომკვდარა.

მოგვიანებით, ნაგაზის ყოფილი პატრონები „სიკეთის ქალაქს“ დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ ნაპოვნი ძაღლი მათი არაა. მათ ძაღლის დაბრუნებაზე უარი თქვეს, რადგან მათი ნაგაზი კირიუშა იმავე ადგილზეა, სადაც დამარხეს, თუმცა ფოტოების ჩვენებაზე რატომღაც უარი განაცხადეს.

ცხოველთა დამცველების განმარტებით, პატრონებისგან უარყოფილ ცუგას ქრონიკული ართრიტის გარდა, სერიოზული პრობლემები არ აქვს, ამიტომ მას ახალ პატრონს მოუძებნიან და პერიოდულად ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს გაუკეთებენ.

progressnews.press

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close