იტალიაპოლიტიკა

იტალიის პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი „მესამე ძალა“ გამოჩნდა, ქალი ლიდერით

M5S-მ მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა

იტალიის ყველა ძირითადი სოცილოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე რეალურად გამოჩნდა ახალი „მესამე ძალა“, – ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება

მემარჯვენე  ცენტრისტულმა ოპოზიციურმა პარტიამ Fratelli d’Italia-მ („იტალიის ძმები“), რომლის ლიდერია 43 წლის ჟურნალისტი და პოლიტიკოსი – ჯორჯა მელონი (Giorgia Meloni), ბოლო 2 კვირის გამოკითხვებით, მანამდე მესამე ადგილზე მყოფ „5 ვარსკვლავის მოძრაობას“ (M5S, ლიდერი – ლუიჯი დი მაიო) გაუსწრო სულ რაღაც 0,1 ბალით და ამჟამად მესამე პოზიციაზეა 16%-ით.

პირველ ადგილზე „ჩრდილოეთის ლიგა“ რჩება (24,3%, კლება -0,9%; ლიდერი – მატეო სალვინი), მეორეზე – დემოკრატიული პარტია (20,9% – ზრდა +0,7%, ლიდერი – ნიკოლა ძინგარეტი). სახელისუფლებო კოალიციაში შემავალმა M5S-მ, 15,9%-ით, მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ასეთია YouTrend per Agi-ს მიერ ჩატარებული ბოლო პოლიტიკური გამოკითხვების შედეგი.

ოპოზიციური მემარჯვენე ცენტრისტული პარტიების ერთიანი რეიტინგი 47%-ია და მნიშვნელოვნად აჭარბებს მმართველ კოალიციაში შემვალი 3 პარტიის ერთობლივ რეიტინგს (39-40%).

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close