მსოფლიოპოლიტიკა

სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე სარაკეტო იერიში მიიტანა – ფოტომტკიცებულება

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, 2020 წლის 6 ოქტომბერს, 21:00 საათზე სომხეთმა იერიში მიიტანა რეგიონში ყველაზე დიდ სტრატეგიულ ობიექტზე. 

„სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის განკარგულებით, ევლახის რაიონში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მონაკვეთზე სარაკეტო დარტყმების განხორციელება სცადეს, თუმცა აზერბაიჯანულმა მხარემ აღნიშნული ტერორისტული მცდელობა აღკვეთა“, – წერია განცხადებაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო აზერბაიჯანის ეს განცხადება და მას „ უტიფარი ტყუილი“ უწოდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ჰიკმეტ ჰაჯიევი ტვიტერში წერს, რომ სომხეთის მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მიმართულებით ნასროლი რაკეტა ნავთობსადენიდან ათ მეტრში ჩამოვარდა. გაჯიევის თქმით, მილსადენი არ დაზიანებულა.

„სომხეთმა კასეტური რაკეტა გაისროლა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენისკენ. ბომბი მილსადენისგან 10 მეტრის მოშორებით ჩამოვარდა. მილსადენი არ დაზიანებულა. ეს არის სომხეთის შეტევა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“, – წერს ჰაჯიევი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ჰიკმეტ ჰაჯიევი ფაქტის დამადასტურებელ ფოტომასალასაც ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close